Friday, July 10, 2009

gadaxvewili poetebi

გადახვეწილი პოეტები.
(ბაირონი, ბარათაშვილი.)
პროექტის მოკლე აღწერა: მოსწავლეები თვითონ მოიძიებენ მასალას ორივე პოეტის შესახებ.
პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები იყოფიან ორ ჯგუფათ.პირველი ჯგუფი მოიძიებს მასალას ბაირონის ბიოგრაფიის დამოღვაწეობის შესახებ. Mეორე ჯგუფი მოიძიებს მასალას ბარათაშვილის ბიოგრაფიისა და მოღვაწეობის შესახებ. Oორივე ჯგუფი დამოუკიდებლად მოიძიებს ბაირონზე და ბარათაშვილზე შექმნილ დოკუმენტურ და მხატვრულ ფილმებს, შეეცდებიან შტაბეჭდილებების გადმოცემას. მოძიებული მასალის საფუძველზე გაიმართება დისკუსია: რა აქვთ საერთო ამ ორი ტრაგიკული ბედის პოეტს და რა არის განსხვავებული მათ ბედში და პოეზიაში.
მონაწილეთა ასაკი: 7 _ 8 კლასები.
ვადები ხანგრძლივობა: მუშაობის დაწყებიდან 3 _ 4 თვე.
პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: ლიტერატურის მოძიება, ლექსების წაკითხვა ( დედანში და თარგმანში ). დისკუსიის გამართვა, ფოტო და ვიდეო მასალის მოძიება. სკოლაში გამოფენის მოწყობა. მოსალოდნელი შედეგები / პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: ბავშვებმა შეიძლება გააკეთონ ალბომი ორივე პოეტის შემოქმედებაზე და ცხოვრებაზე. Eელ—ჟურნალი,ვებ—გვერდი. სამუშაო ენა: ინგლისური. საგნებთან/ საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: უცხო ენა (ინგლისური): კვლევა – ძიების საფუძველზე გაიღრმავებენ ინგლისური ენის ცოდნას. მშობლიური ლიტერატურა: კვლევა – ძიების საფუძველზე გაიღრმავებენ ცოდნას გამოჩენილი ქართველი პოეტის შემოქმედების შესახებ. ისტორია: მოძიებული მასალა გაუღრმავებს ცოდნას ბავშვებს ცნობილი პოეტების შესახებ. ხელოვნება: გააკეთებენ ჩანახატებს, მოიძიებენ ფოტო და ვიდეო მასალას.
Pპროექტის ფასილიტატორის სახელი: ქეთევან ნიკოლაიშვილი.